Tuesday, March 18, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები,გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი რჩევები ,გამოვთქვით ჩვენი აზრი ,როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებზე.ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

Sunday, March 16, 2014

მე-8 დღის რეფლექსია

ვიმსჯელეთ დიფერენციალური სწავლების ფორმებზე,შევავსეთ დიფერენცილალური სწავლების კითხვარი,განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები,ავარჩიოეთ ჩვენთვის საჭირო და მისაღები ნიმუშები,დვასრულეთ პროექტის გეგმაზე მუსაობა,შემდეგ შევამოწმეთ check-list -ით,ჩვენი პორთფოლიო ავტვირთეთ GOOGLE-DRIVE-ზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე

Saturday, March 15, 2014

მე-7 დღეს რეფლექსია

დავასრულეთ შეფასების რუბრიკები,ვიმუსავეთ პროექტის გეგმაზე და დავამთავრეთ სასწავლო პროცედურების გაწერა

Thursday, March 6, 2014

მე-5 დრის რეფლექსია

დღეს გავეცანით პრეზენტაციას " საავტორო უფლებების ქაოსი". ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ნებისმიერი ადამიანისათვის.მოვიძიეთ ჩვენი პრეზენტაციის სურათები,ვიდეოები,ინფორმაცია ,დავამუშავეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. ასევე მოვიძიეთ ვიდეო და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.ვიმუშავეთ ბლოგზე გაჯეტების ჩასმაზე.დავუმატეთ ვიზიტორთა მთვლელის გაჯეტი,სურათები და ვიდეო ჩავსვი გაჯეტად.ბოლოს კი დავაკომენტარეთ ერთმანეთის ბლოგები

როგორ ავავგოთ ჩიტის სახლი?

როგორ დავხაზოთ მართკუთხა პარალელეპიპედი

ჩიტების გადაფრენა

Tuesday, March 4, 2014

მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება. გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტის გეგმის ნაწილზე, გავიხსენეთ smart art - დიაგრამის ჩასმა და შევსება.შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი პრეზენტაციის drive-ის ვირტუალურ დისკზე ატვირთვა და ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნება

პორთფოლიოს პრეზენტაცია

Monday, March 3, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე ცოტა რთული მეჩვენა.ვიმუშავეთ პროექტის შაბლონის შევსებაზე, შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის სტანდარტები და ამოცანები, მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები,დავდეთ ბლოგებზე და დავაკომენტარეთ სხვა კოლეგების კითხვები.მგონი თავი გავართვით.

ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი კითხვები

ზოგადი კითხვა :

  • რატომ  ვეხმარებით ფრინველებს ცივი ზამთრის გადატანაში?

 თემატური კითხვა:
  • რა შეიძლება გავაკეთოთ გაჭირვებაში მყოფი ფრინველების დასახმარებლად?
შინაარსობრივი კითხვები:
  • რა მონაცემები მჭირდება მართკუთხა პარალელეპიპედის ასაგებად?
  • რომელი ფორმულა გვჭირდება,რომ გამოვთვალოთ მართკუთხა პარალელეოიპედის წახნაგის ფართობი?
  • რომელი ფორმულით გამოვთვალოთ მართკუთხა პარალელეოიპედის მოცულობა?




Tuesday, February 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია


დღეს ძალიან სახალისო დღე იყო.გავუზიარეთ ერთმანეთის ჩვენი "გენიალური "იდეები,დავამუშავეთ,ვიმსჯელეთ.მგონი ცოტა-ცოტა ჩამოვყალიბდით.შევქმენით ჩვენი ახალი ბლოგი,და პირველ გვერდზე განვათავსეთ ჩვენი იდეა.შემდეგ ვისწავლეთ ერთმანეთსტვის კომენტარების გაკეთება.ასევე ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის ფონის შეცვლა,ბლოგში ახალი გვერდების ჩამატება,ახალი პოსტების გამოქვეყნება.ბოლო ჯამში დღეს არ დავღლილვარ,დრომ სწრაფად გაირბინა.მომავალ შეხვედრამდე!!!!!!
ჩემი პროექტის იდეა

ჩემი პროექტი აერთიანებს სამ საგანს : ბუნებისმცოდნეობა,მათემატიკა და ისტ. პროექტის მიზანია მოსწავლეები იკვლევენ ჩვენი რეგიონის გადამფრენი და დამრჩენი ფრინველების სახეობებს,მოიძიებენ მათზე და ზამთრის პეროიდში მათ საჭიროებებზე ინფორმაციას,მოახდენენ პრეზენტაციას.როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს ერთგულ მეგობრებს ცივი ზამთრის გადატანაში ? როგორ გავიმრავალფეროვნოთ "ზამთრის მელოდია" ჩიტების ჭიკჭიკით? რა თქმა უნდა მათ სახლები დაეხმარებათ!   გაიხსენებენ ,ჩიტის სახლი ხომ მართკუთხა პარალელეპიპედია და გამოიყენებენ მათემატიკას. ე.ი.მოსწავლეები ითვლიან ზედაპირის ფართობს და მუყაოს ქაღალდით ამზადებენ სანიმუშო მოდელს,ხოლო ბოლო პროდუქტი კი მოსწავლეების ხელით დამზადებული ჩიტის სახლს წარმოადგენს.