Tuesday, February 25, 2014

მეორე დღის რეფლექსია


დღეს ძალიან სახალისო დღე იყო.გავუზიარეთ ერთმანეთის ჩვენი "გენიალური "იდეები,დავამუშავეთ,ვიმსჯელეთ.მგონი ცოტა-ცოტა ჩამოვყალიბდით.შევქმენით ჩვენი ახალი ბლოგი,და პირველ გვერდზე განვათავსეთ ჩვენი იდეა.შემდეგ ვისწავლეთ ერთმანეთსტვის კომენტარების გაკეთება.ასევე ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის ფონის შეცვლა,ბლოგში ახალი გვერდების ჩამატება,ახალი პოსტების გამოქვეყნება.ბოლო ჯამში დღეს არ დავღლილვარ,დრომ სწრაფად გაირბინა.მომავალ შეხვედრამდე!!!!!!
ჩემი პროექტის იდეა

ჩემი პროექტი აერთიანებს სამ საგანს : ბუნებისმცოდნეობა,მათემატიკა და ისტ. პროექტის მიზანია მოსწავლეები იკვლევენ ჩვენი რეგიონის გადამფრენი და დამრჩენი ფრინველების სახეობებს,მოიძიებენ მათზე და ზამთრის პეროიდში მათ საჭიროებებზე ინფორმაციას,მოახდენენ პრეზენტაციას.როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს ერთგულ მეგობრებს ცივი ზამთრის გადატანაში ? როგორ გავიმრავალფეროვნოთ "ზამთრის მელოდია" ჩიტების ჭიკჭიკით? რა თქმა უნდა მათ სახლები დაეხმარებათ!   გაიხსენებენ ,ჩიტის სახლი ხომ მართკუთხა პარალელეპიპედია და გამოიყენებენ მათემატიკას. ე.ი.მოსწავლეები ითვლიან ზედაპირის ფართობს და მუყაოს ქაღალდით ამზადებენ სანიმუშო მოდელს,ხოლო ბოლო პროდუქტი კი მოსწავლეების ხელით დამზადებული ჩიტის სახლს წარმოადგენს.